წლის განმავლობაში ცხრა ფილმი

image_1_maj2011_web

მთელი სასწავლო წლის მანძილზე, თვეში ერთხელ მოსწავლეებს ვეპატიჟებით მათი ასაკისათვის შესაბამისი ფილმების ჩვენებაზე. მოსწავლეები ყოველ წელს ნახავენ 9 სხვადასხვა ჟანრის ფილმს. მომდევნო ექვსი წლის მანძილზე ,,ჯადოსნურ ლამპარში „ გაწევრიანებული ბავშვი გაეცნობა 54 ფილმს.

კლუბის ჟურნალი და სპექტაკლი

ყოველი კინოჩვენების წინ ბავშვები მიიღებენ კლუბის ილუსტრირებულ ჟურნალს, რომელიც წარმოადგენს ანონსს მომდევნო ფილმის შესახებ.

დარბაზში მათ გაუძღვება კინოს ორი გულშემატკივარი, რომლებიც მოზარდებთან ერთად მოკლე დისკუსიას გამართავენ და თეატრალურ სკეტჩს წარმოადგენენ. ჩვენებას მშობლები არ ესწრებიან. ბავშვებს დარბაზში მეთვალყურეობას კომპეტენტური პირები გაუწევენ.